“მართლა მეგონა, რომ მოვკვდებოდი. მე კი არ ვარ ტყვიაგაუმტარი, დავინგერი, მაგრამ ამ დანგრევამ მომიყვანა აზრზე,“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ გადაცემა არჩევანში სტუმრობისას.
მისივე თქმით, მან არ იცის, ეს კადრები 2012 წლამდეა გადაღებული თუ 2012 წლის შემდგომ.
“ჩემთვის აბსოლუტურად ერთი და იგივე უბედურებაა. მე მიღებენ ჩემს საძინებელში, მე მითვალთვალებენ, მიმონტაჟებენ კადრებს თუ მერე ამის გამოყრით მემუქრებიან, ჩემთვის ეს არის ერთი და იგივე დოზით უბედურება. მე არ ვიცი, რა კადრებზეა საუბარი. ეს კადრები 2012 წლამდეა გადაღებული თუ 2012 წლის შემდეგ. მე პირადი ცხოვრება სულ მაქვს. არ ვიცი, რომელი კადრებია,“ - აღნიშნა გრიგოლიამ.