20 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ეკა მიშველაძეს დღეს პროკურატურაში დაკითხავენ

გადაცემა არჩევანში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე პროკურატურაში დაიბარეს.

მან რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, უკანონო თვალთვალის შესახებ. მიშველაძე პროკურატურაში მისვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

რა სტატუსით არის ის დღეს დაბარებული, როგორც ამბობს, მისთვის არ განუმარტავთ.

“პროკურატურაში დილით 11 საათზე ვარ დაბარებული, არ ვიცი კონკრეტულად რა სტატუსით. ერთი რამ ვიცი, რომ საუბარი იქნება სწორედ მიყურადებაზე და თვალთვალზე,“ - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები