115-ე აუდიტორიაში შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა მათი მოთხოვნა, რომელიც უნივერსიტეტში არსებული ე.წ. ოდეერების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება უკავშირდება.
ისინი ასევე ითხოვენ შეიცვალოს თვითმმართველობის არჩევის სისტემა და ასევე უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებში არჩევის წესი. 115-ე აუდიტორიაში შეკრებილი სტუდენტები აცხადებდნენ, რომ ისინი მზად იყვნენ შეეწყვიტათ პროტესტი, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის შენობას დატოვებდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები.
მათი ერთერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც აქციაზე გააჟღერებენ, არის ის რომ შენობა დატოვონ ნაცისტებმა.