20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი ახალგაზრდები ტერორიზმის წინააღმდეგ - სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს

ილიას უნივერსიტეტიდან თურქეთის საელჩომდე ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი ახალგაზრდების მსვლელობა მოეწყო.

აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ტერორიზმი დაგმეს და სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს ანკარაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

ახალგაზრდებმა სამძიმრის წერილი თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებსაც გადასცეს და შენობის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით შეამკეს.

დღის ამბები