20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
თსუ-ს თვითმმართველობის წევრებს სოლიდარობას ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები უცხადებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის  წევრებს, ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს.

ისინი ამ წუთებში, თსუ-ს შენობის წინ იკრიბებიან და აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობებიდანაც ელოდებიან სოლიდარობის განცხადებას.

თსუ-ს უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების მოთხოვნა კი უცვლელია. ისინი ვლადიმერ პაპავასგან მოითხოვენ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და თანამდებობა დატოვოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები