პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვა რეგულირებული იქნება - შესაბამისი საკნონმდებლო ცვლილებები უკვე განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს ამ ცვლილებებზე იმსჯელეს. მათი ინფორმაციით შესაბამისი ნორმატიული ბაზები უკვე მომზადებულია.
არასამთავრობოების განცხადებით, ახალა მთავარ გამოწვევად რჩება ამ ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელება და არასრულწლოვანთა არსებული და დაარქივებული საქმეების კლასიფიიკაცია და განადგურება. შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც ესწრებოდა.
"მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა უწყებამ და თოთოეული სექტორის მიხედვით, მოხდეს აი ამ კანონმდებლობის გამამყარებელი ერთის მხრივ ნორმატიული ბაზის შექმნა, რომელიც განსაზღვრავს მაგალითად როგორი უნდა იყოს მონაცემის ბაზის დაცულობა. მას შემდეგ რაც ნორმატიული ბაზა განისაზღვრება უნდა დაიწყოს ამ ნორმატიული ბაზის პრაქტიკაში დანერგვის პროცესი", - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა.