20 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ვლადიმერ პაპავამ თვითმმართველობის წევრების ულტიმატუმს უპასუხა - რექტორი გადადგომას არ აპირებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრების ულტიმატუმს ვლადიმერ პაპავამ უპასუხა.

რექტორის განცხადებით, ის გადადგომას არ აპირებს და აცხადებს, რომ უნივერისტეტში უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული.

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, რაც შეეხება უნივერისტეტში არსებულ ე.წ. ოდეერების საქმეს, ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველაფერს პასუხი გაეცემა.

რექტორის თქმით, თუ კვლავ დაიძაბება ვითარება, შეეცდება თვითმმართველობის წევრებთან დიალოგის რეჟიმში დაარეგულიროს სიტუაცია.

“ჩემი პოზიცია ურყევია, უნივერსიტეტი საკმაოდ რთულ ვითარებაშია, რექტორის გადადგომა კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. შეხვედრა მოეწყო მისი უწმინდესობის თხოვნით, ეს იყო ძალიან თბილი საუბარი, მაის აინტერესებდა ჩემგან გაეგო კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია დღეს რა მდგომარეობაა. ითქვა რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისათვის, რომ ილოცონ“ - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. 

პარალელურად, აუდიტორია 115-ის სტუდენტებს პოლიცია საკვების გარედან შეტანის საშუალებას არ აძლევს და არგუმენტად უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები