20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
"ნუ გაისუსების" წევრები განათლების უწყებაში ე.წ ოდეერების მუშაობის შესახებ საუბრობენ

აქცია "ნუ გაისუსები" გაიმართა განათლების სამინისტროსთან. აქციის მონაწილეები უწყებაში ე.წ ოდეერების მუშაობის შესახებ საუბრობენ და პასუხისმგებლობას მინისტრ სანიკიძეს აკისრებენ.

საქართველოს განვითარების ფონდის ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურში ძალოვანი უწყებიდან გადმოსული რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს. სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ, გუშინ კი მინისტრმა განაცხადა, რომ უწყებაში ე.წ ოდეერები აღარ მუშაობენ.

"დღეს განათლების სისტემას მართავს სახეცვლილი ოდეერების მმართველობა, რასაც უარყოფს განათლების მინისტრი. მაგრამ საქართველოს განვითარების ფონდმა კონკრეტული სახელი და გვარები დაასახელა, რომლებიც ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და ერთ კონკრეტულ ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მხლოდდამხოლოდ ერთ დეპარტამენტში არის 3 ყოფილი შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომელი“, - განაცხადა საქართველოს განვითარების ფონდის ეკონომიკური რეფორმების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ყიფიანმა.       

დღის ამბები