20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საგანგებო განცხადება გააკეთა

რამდენიმე წუთის წინ, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საგანგებო განცხადება გააკეთა.

ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააგრძელონ დიალოგის რეჟიმში კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძებნა. ისინი ყველა მხარს მოუწოდებენ, რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ.

„აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო, და მოუწოდებს ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს, ერთიანობისკენ,“ - განაცხადა პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა რამაზ ქურდაძემ.

დღის ამბები