20 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
აუდიტორია 115-ის წევრები თვითმმართველობის მხრიდან შენობაში შტურმით შესვლის საფრთხეზე საუბრობენ 

აუდიტორია 115 -ის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დაიცვან სტუდენტები და უსაფრთხოების ნორმები, რადგან არსებობს საფრთხე, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერისტეტის შენობაში შტურმით შესვლას აპირებენ.

მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ თვითმმართველობას პოლიცია "მწვანე შუქს უნთებს" და შეჭრის შეთხვევაში არავის დააკავებენ. აუდიტორია 115-ის წევრები შენობის შესასვლელების გამაგრებაზე საუბრობენ.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები.

შტურმით შესვლასთან დაკავშირებით ისინი აცხადებენ, რომ აუდიტორია 115-ის წევრების განცხადება არის უსაფუძვლო და ისინი მშვიდობიანი მოლაპარაკებებით აპირებენ პრობლემების მოგვარებას.

თვითმმართველობების წარმომადგენლები ამ  წუთებში ცოტა ხნის წინ შექმნილ  საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მართავენ შეხვედრას.

ამავე თემაზე
დღის ამბები