20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
თბილისის ბაგა-ბაღების რამდენიმე დირექტორი გაათავისუფლეს

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. 

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, თბილისის რამდენიმე დირექტორის გათავისუფლების მიზეზი,  მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება გახდა.

თემურ თორდინავამ აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბაღებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა.

დღის ამბები