20 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ლევან გაჩეჩილაძის სახლში შ.პ.ს. "მაესტროს" თანამშრომლები მივიდნენ

ლევან გაჩეჩილაძის სახლში შ.პ.ს. მაესტროს თანამშრომლები მივიდნენ. ადგილზე ის ადამიანები იმყოფებიან, რომელთაც შ.პ.ს. სტუდია მაესტროდან წასვლის განცხადება არ დაუწერიათ. თანამშრომლები გაჩეჩილაძემ სასაუბროდ გუშინ მიიწვია. ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე იმყოფებიან ორი ჟურნალისტი, ერთი პროდიუსერი და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფება. ლევან გაჩეჩილაძესთან ასევე მივიდა მაესტროს ყოფილი მეწილე ლევან ჩიკვაიძეც. მისი თქმით, ის  შეხვედრას მხოლოდ  სტუმრის სტატუსით ესწრება. მაესტროს თანამშრომლებს შესვლამდე ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათი თქმით, შეხვედრაზე იმ სამომავლო გეგმების მოსასმენად მივიდნენ, რომლიც შ.პ.ს. მაესტროს ახალ გენერალურ დირექტორს ტელეკომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს. 

დღის ამბები