სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებისა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძეს შორის გამართულ შეხვედრაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას საკითხზე იმსჯელეს. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს წევრებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი იყო სტუდენტების მოთხოვნა რექტორის გადადგომასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრთა განცხადებით, განათლების მინისტრმა მათ უნივერსიტეტში არსებული ვითარების დასტაბილურებისთვის გონივრული ვადა მისცა. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია დღეს ფაქტობრივად უმართავია, თუმცა როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიკა გერსამიამ განაცხადა, ამ ეტაპზე დღის წესრიგში ვლადიმერ პაპავას გადაყენების საკითხი არ დგას.
ამ წუთებში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური საბჭოს წევრებსა და უნივერსიტეტის რექტორს ვლადიმერ პაპავას შორის შეხვედრა იწყება.