ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს-ეს განცხადება თამარ სანიკიძესთან შეხვედრის შემდეგ თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
მისი თქმით ის ყველაფერს გააკეთებს, რომ პროცესები კანონიერ ჩარჩოში წარიმართოს და უნივერსიტეტში ვითარება დასტაბილურდეს.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის წევრებმა ლადო პაპავას გადადგომისთვის ვადა 23:00 საათამდე მისცეს.