20 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები პოლიტიკოსების განხილვის საგანი გახდა

სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ  ვითარებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. დღეს განცხადება, განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა. კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ რეფორმა განათლების სისტემაში, ისევე როგორც უნივერსიტეტში, აუცილებელია. მისი თქმით, მთავრობას ამისათვის 4 პუნქტიანი გეგმა აქვს შემუშავებული, თუმცა, აქვე პრემიერი აცხადებს, რომ სიტუაციის ესკალაცია დაუშვებელია. 

სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ დაძაბულ ვითარებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოშიც. განცხადებები დეპუტატებმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთეს. ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ მართონ სახელმწიფო ძველი მეთოდებით, უნდა გაეცეს პასუხი.

უნივერსიტეტში არსებულ დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და უნივერსიტეტის ავტონომიის შელახვაზე საუბრობენ  ნაციონალური მოძრაობაში. თავისუფალ დემოკრატებში კი ამბობენ, რომ ვითარება უნივერსიტეტში გარე ჩარევების გარეშე უნდა მოგვარდეს. 

ავტორი:ანა წერეთელი

დღის ამბები