თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვარაზის ხევის მხარეს რამდენიმე ავტობუსი დგას, რომლებშიც პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. შსს-ში განმარტავენ, რომ სამართალდამცველების ადგილზე ყოფნა როტაციას უკავშირდება.
ამ წუთებში უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. რექოტრი განათლების მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ უნივერისტეტში დაბრუნდა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.