20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
სტუდენტები აკადემიური საბჭოს შეცვალს ითხოვენ და მის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ

სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის თვითმმართველობის გადაყენებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის რექტორის გადაყენება გამოსავალი არ არის. სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ დაძაბულ ვითარებასა და სტუდენტთა მეორე ჯგუფის მოთხოვნაზე, რომელიც რექტორის თანამდებობიდან გადადგომას უკავშირდება, მათ გადაცემა არჩევანში ისაუბრეს. მათი თქმით, მხოლოდ ვლადიმერ პაპავას გადაყენება არ შეცვლის ვითარებას და აუცილებელია შეიცვალოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. სტუდენტები ამბობენ, რომ აკადემიურ საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით აღარ აქვს ლეგიტიმაცია.

„ვლადიმერ პაპავა არის ადამიანი, რომლის შეცვლით შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი არ შეიცვალოს. მაგალითად თუ მხოლოდ ვლადიმერ პაპავა შეიცვალა და დარჩა ის აკადემიური საბჭო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ გამოგვხმაურებია. ეს არის ის აკადემიური საბჭო, რომელმაც აირჩია იოსებ არჩვაძე, შემდეგ აირჩია გიორგი გაფრინდაშვილი და რომელიც მსჯელობს უნდა თუ არა ამა თუ იმ პირის იმპიჩმენტი, ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ეს აკადემიური საბჭო ლეგიტიმური ვერ იქნება,“-განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოდეერების საქმის გამოძიება.

„ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ პაპავა არ უნდა გადადგეს ახლა, ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა გადადგეს მხოლოდ პაპავა. ჩვენ ვამბობთ, რომ აკადემიური საბჭო დღეს აღარ არის ლეგიტიმური ორგანო,“-განაცხადეს სტუდენტებმა.

დღის ამბები