20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"სტუდენტების მხრიდან არის მუქარის მესიჯები პროფესორ-მასწავლებლებზე," - ნატალია ხარაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნატალია ხარაძის თქმით, სტუდენტების მხრიდან პროფესორ-მასწავლებლებზე, ხორციელდება მუქარა, ლანძღვა და შეურაცხმყოფელი მესიჯების გაგზავნა.

“ყველაზე მძიმე არის, რომ სტუდენტები გაყოფილნი არიან ორად. გარდა ამისა არის მუქარის მესიჯები პროფესორ-მასწავლებლებზე, სტუდენტების მხრიდან, ასევე ლანძღვა და შეურაცხმყოფელი მესიჯები. აღელვებული სტუდენტები არიან მე მათი ძალიან კარგად მესმის. მეუბნებოდნენ, რომ დავრჩები სამსახურის გარეშე, მაგალითად მანქანა დამიზიანდება, არ ვიცი კონკრეტულად ვინ არის,“ - განაცხადა ხარაძემ.  

დღის ამბები