20 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"მე არ ვიცი რა დავარქვა პაპავას საქციელს," - სტუდენტების პირველი კომენტარი ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი პაატა ბახტურიძე ლადო პაპავას პოსტზე დარჩენის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით,  ეს არის სრული უპასუხისმგებლობა იმ პროცესების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რაც უნივერსიტეტში ხდება.

“მე არ ვიცი რა დავარქვა ამ საქციელს იმიტომ, რომ ეს არის სრული უპასუხისმგებლობა იმ პროცესების ხელშეწყობასთან დაკავშირებით რაც უნივერსიტეტში ხდება. პირველ რიგში  უნდა ითქვას საიდან დაიწყო ყევლაფერი, ყველამ იცოდა, რომ სოსო არჩავძე იყო ბატონი ლადოს კანდიდატი. მას შემდეგ რაც მან ვერ მოახერხა გაეყვანა თავისი კანდიდატი იმიტომ, რომ მოყვა პროფესორების და სტუდენტების პროტესტი ამას, უკვე დაიწყო არეულობა უნივერსიტეტში და შემდგომ უცბად ჩნდება ოდეერის საკითხი. 3 წელი თუ მალავდა ოდეერს ერთი კვირაც რომ დაემალათ არაფერი არ დაშავდებოდა. ჩაწყნარებულიყო ეს პროცესები და მერე ეთქვათ თუ ეს ოდეერი არსებობდა" - განაცხადა პაატა ბახტურიძემ. 

დღის ამბები