"იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს უნდა მოხდეს სრული დეცენტრალიზაცია მმართველობის,"-ეს განცხადება, სერგი კაპანაძემ, გადაცემა არჩევანში გააკეთა. კაპანაძე უნივერსიტეტში არსებულ დაძაბულ ვითარებას გამეოხმაურა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა უნივერსიტეტში არის ის, რომ ყველაფერი არის ბიუროკრატიზებული.
„იმისათვის, რომ ფუნდამენტურად მოგვარდეს ეს პრობლემები, ცოტა სხვა რაღაცა არის გასაკეთებელი, ვიდრე ის დეტალები რაზეც ახლა მიდის საუბარი. თავიდათავი ამ ყველაფრის ის რაც ხდება უნივერსიეტეტში არის ის მენეჯმენტის სისტემა, რომელიც არის შექმნილი წლების განმავლობაში. რაც ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი არის ცენტრალიზებული ბიუროკრატიზიებული და ადმინისტრაცია მართავს ამხელა უზარმაზარ როგორც ბიუროკრაიულ აპარატს, რომელშიც შედის ასეული ადამიანი. ეს არის შეუძლებელი,“-განაცხადა სერგი კპანაძემ.
კითხვაზე აპირებს თუ არა თავად უნივერსიტეტის რექტორობას, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს ადმინისტრაციულ სტრუქტურაში დაბრუნებას.