20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
აკადემიური საბჭოს წევრმა თანამდებობა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში დატოვა

თსუ-ს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ თანამდებობა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში დატოვა.

მისი თქმით, ის ხვალ შევა აუდიტორიაში და ჩაატარებს ლექციას როგორც მხოლოდ ლექტორი.

“მე ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად  იქ სადაც ჩემი ადგილია, მე ხვალ შევალ აუდიტორიაში და ჩავატარებ ლექციას როგორც ლექტორი. მე ვადასტურებ, რომ ჩემს როლს ვხედავ სტუდენტების გვერდით, სადაც არ არის არანაირი დაყოფა და არის ერთიანობა“ - განაცხადა გერსამიამ.  

დღის ამბები