აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. აუდიტორია 115-ის წევრებმა განცხადება, გადაცემა არჩევანში გააკეთეს. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო სტუდენტებისა და ლექტორების უსაფრთხოება, მაშინ როდესაც უნივერსიტეტში შეიჭრნენ ნიღბიანი პირები და ამ შეჭრის შედეგად დაშავდნენ სტუდენტები და უნივერსიტეტის დაცვის წევრები. მათივე თქმით, თუ უსაფრთხოების დაცვას შსს ვერ ახერხებს, ამას გააკეთებს აუდიტორია 115.
„რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ეს იყო დანაშაული და მას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება. ვინაიდან ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც სტუდენტურმა თვითმმართველობა სამწუხაროდ შემოიყვანა, აგრესიულად უპირისპირდებოდნენ სტუდენტებს. დაცვის თანამშრომლები დაშავდნენ, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს სტუდენტების უსაფრთხოებას , აუდიტორია 115 დაიცავს უნივერსიტეტს და ნიღბიან ადამიანებს საშუალებას არ მისცემს ითარეშონ უნივერისტეტში,"-განაცხადეს აუდიტორია 115-ის წევრებმა.