სტუდენტები პროფესორებს შორის არსებულ დაპირისპრებაზე საუბრობენ. განცხადება მათ გადაცემა არჩევანში გააკეთეს. მათი თქმით, პროფესორები ებრძვიან ერთმანეთს და მათ შორის ბრძოლას უნივერსიტეტი და სტუდენტები ეწირებიან.
„პროფესორები ებრძვიან ერთმანეთს, რომლებიც თარეშობენ და რომლებიც ჩამყაყებულები არიან აკადემიურ საბჭოებში, სენატებში და უნივერსიტეტს არ აძლევენ განვითარების საშუალებას. ვგულისხმობ სისტემას, რომელიც ყარს, რომელსაც ვებრძვით და რომლის შუაშიც ჩვენ აღმოვჩნდით, გუშინ, დღეს და მთელი ამ დღეების განმავლობაში,“-განაცხადა აუდიტორია 115-ის წევრმა.