პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მნიშვნელოვანია რომ ოდეერისგან გათავისუფლდეს საუნივერსიტეტო სივრცე და იქ დაიწყოს უკვე უნივერსიტეტის პერსპექტივაზე საუბარი.
“იყო პრობლემები რეალურად, იყო პოლიციის ცოტა უცნაური ქმედებები, ალაგ-ალაგ იყვნენ ის ნიღბიანები, მე არ მომეწონა პირადად უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შევარდნის ფაქტი. მაგრამ აღარ მინდა დღეს ამაზე საუბარი იმიტომ, რომ სტუდენტებისგან მე მოვისმინე ძალიან დამაიმედებელი ნოტები. პროგრესი სწორედ ამაშია, რომ დიალოგის შესაძლებლობა არსებობს. ყველანი ვთანხმდებით, რომ ოდეერის ინსტიტუტი ეს არის სიმახინჯეზე უფრო დიდი სიმახინჯე, კვამლი უცეცხლოდ არ ჩდება როგორც ჩანს არსებობს ამის საფუძვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აი ამ სიმახინჯისგან გათავისუფლდეს საუნივერსიტეტო სივრცე და იქ დაიწყოს უკვე უნივერსიტეტის პერსპექტივაზე საუბარი,“ - განაცხადა ჩიხრაძემ.