საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, დღეს საქართველოს განათლების მინისტრისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა შეხვედრას ეხმაურება. შეფასება ფიქრია ჩიხრაძემ გამართულ შეხვედრაზე, გადაცემა არჩევანში გააკეთა. ჩიხრაძემ ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ აკადემიურმა საბჭომ მინისტრისგან რექტორის საკითხის განსახილველად გონივრული ვადა ითხოვა. ჩიხრაძის თქმით, ეს არის ცუდი ფაქტი და მიუთითებს იმაზე, რომ შეხვედრისას აკადემიური საბჭო რექტორის გადაყენების საკითხს განიხილავდა.
„მე რაც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში და მე ვფიქრობ ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, ეს იყო აკადემიური საბჭოს შეხვედრა განათლების მინისტრთან და ორივე მხარის მიერ ითქვა ის, რომ აკადემიურმა საბჭომ ითხოვა დრო, რექტორის საკითხის გადაწყვეტისათვის და მინისტრმაც დაადასტურა, რომ აკადემიურმა საბჭომ ითხოვა დრო. აკადემიური საბჭო არავისგან არაფერს არ უნდა თხოულობდეს, მით უმეტეს მინისტრისგან არ უნდა ითხოვდეს. ეს რას ნიშნავს, რომ მინისტრთან განიხილებოდა როგორ მომხდარიყო რექტორის გადაყენების ფაქტი? ეს არის ძალიან ცუდი რამ,“-განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.