რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას კვლავ ითხოვენ. თუმცა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
როგორც ისინი ამბობენ, მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება და მიზნის მისაღწევად ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა ამ ეტაპზე აქციების გამართვას აღარ გეგმავენ.
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს აუდიტორია 115-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ, სადაც სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრებენ.