20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ხმაური ავტონაწილების ბაზრობაზე

გადასახადების შემცირების მოთხოვნით აქცია გაიმართა ისნის ავტო ნაწილების ბაზრობაზე. შეკრებილი მოვაჭრეების თქმით, ისინი უკანასკნელი სამი თვეა გაზრდილ საიჯარო გადასახადს ვეღარ იხდიან და ადმინისტრაციას ძველ ტარიფზე - 150 დოლარზე დაბრუნებას სთხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბაზრობის ადმინისტრაცია დავალიანების გამო მათი მაღაზიების დადუღებას აპირებდა, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

როგორც ისნის ავტო ნაწილების ბაზრობის ადმინისტრაციამ განმარტა, ისინი საიჯარო გადასახადს თვიურად 200-დან 175 დოლარამდე შეამცირებენ, თუმცა მოვაჭრეები ამაზე არ თანხმდებიან.

ადგილზე მობილიზირებული იყო საპატრულო პოლიციაც.

 

ფოტო არქივიდან

დღის ამბები