20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
"დღეს პროკურატურა არის უსუსური,“- ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მასშტაბური აქცია, სადაც ფარულ ჩანაწერებს გააპროტესტებენ, შაბათს არის დაგეგმილი. დღეს კი კამპანიაში ეს შენ გეხება ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფრაქცია თავისუფალ დემოკრატებს ხვდებიან.

სამოქალაქო სექტორი პროკურატურას ფარულ კადრებთან დაკავშირებით უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, საგამოძიებო უწყებაში დღემდე გაკეთებული ყველა განაცხადება პროკურატურის უსუსურობას ადასტურებს.

"დღეს პროკურატურა არის უსუსური,“- აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეს შენ გეხება საინფორმაციო კამპანიის გაგრძელების დეტალებს  დღეს ილიაუნისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებსაც გააცნობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები