ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდის ცენტრში - 200-მდე მძღოლი ქალაქში მეტრო ჯორჯიას ავტობუსების შესვლას აპროტესტებს. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
რამდენჯერმე იყო გზის გადაკეტვის მცდელობა, თუმცა სამართალდამცველებმა მძღოლებს ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეები საქმეში ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, თურქული კომპანიის შესვლით ისინი სამუშაოს კარგავენ.