02 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
ხანძარი ქავთარაძის ქუჩაზე სუპერმარკეტ "გუდვილში" - ადგილზე 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული

ხანძარია ქავთარაძის ქუჩაზე სუპერმარკეტ გუდვილის შენობაში. ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო მანქანა. ცეცხლის ჩაქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ცეცხლი მეორე სართულზე მდებარე კაფეში სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. 

ხალხის ევაკუაცია შენობიდან უკვე მოხდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის. 

დღის ამბები