ხმაური იყო ზუგდიდის ცენტრში - მძღოლების აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს. მათ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
ზუგდიდის ცენტრში 200-მდე მძღოლი მეტრო ჯორჯიას ავტობუსების შემოსვლას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები საქმეში ხელისუფლების ჩარევას ითხოვენ, რადგან - მათი თქმით, თურქული კომპანიის შესვლით ისინი სამუშაოს კარგავენ.