გიორგი მარგველაშვილმა პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ეს პროცესი მოსახლეობაზე თავდასხმად შეაფასა.
"ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს გამოძიებას. ვურთიერთობთ სამართალდამცავ ორგანოებთან. მინდა მოგახსენოთ, რომ ამ თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე აღვიქვამ უაღრესად სერიოზულად. ეს არ არის მხოლოდ კერძო პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე