20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
გუდვილში გაჩენილი ხანძარი - გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო

გუდვილში ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძარი ქავთარაძეზე მდებარე ჰიპერმარკეტში დღის 12 საათზე გაჩნდა. შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. ადგილზე მობილიზბული იყო რამდენიმე ერთეული ბრიგადა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი კაბელების აალებამ გამოიწვია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობის პირველ სართულზე, სავარაუდოდ მოხდა მოკლე ჩართვა, ცეცხლი კი გავრცელდა მეორე სართულზე და შემდეგ სხვენზე.

ადგილზე მობილიზებული იყო 18 ბრიგადა და 90-მდე მაშველი.

ცეცხლის ლიკვიდაციას დაახლოებით 2 საათი დაჭირდა. ადგილზე იმყოფება რაიონის გამგებელი. ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 

ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები