ავტოიმპორტიორები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის 2 წლით გადადებას მოითხოვენ.
საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
ავტოიმპორტიორები, შაბათს, მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელების დაგეგმილ აქციას, კვირას კი რუსთავში დილერების მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდებიან.
“ერთ წელში ვერანაირად ვერ მოხერხდება იმ ჩადებული ინვესტიციის ამოღება, რაც იყო განხორციელებული,“ - განაცხადა კომპანია ”JFIC-ის” დირექტორმა ზვიად ზიზიაშვილმა.