ცხოველთა კეთილდღეობისთვის სათანადო ინსტიტუციებისა და სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ თავისუფალი დემოკრატები. ოპოზიციის განმარტებით, ქვეყანაში სრულყოფილი საკანონმდებლო ინსტრუმენტების არარსებობის გამო, ადამიანისა და ცხოველებისა თაანარსებობისთვის აუცილებელ უსაფრთხო გარემო მოუწესრიგებელია. პრობლემის მოსაგვარებლად პარტიის წევრებმა პარლამენტში კანონპროექტი წარადგინეს.
“საკონონმდებლო დონეზე რეგულირდება შემდეგი საკითხები, კომპანიონი ცხოველის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისთვის დასაშვები სტანდარტები, პატრონთა ვალდებულებები კომპანიონ ცხოველთა ჯამრთელობის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ცხოველთა სასტიკი მოპყრობისგან დაცვა და ცხოველთა წამების აკრძალვა და ტანჯვისგან ან ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან დაცვა, იკრძალება, როგორც კი ეს ინიციატივა შევა ძალაში ცხოველთა ორთაბრძოლების ჩატარება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.