20 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამეტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვებასა და პარლამეტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს სამოქალაქო სექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეების ეფექტურად გამოძიებისთვის, პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.

„იმის გათვალისწინებით, ვის წინააღმდეგ ხდება ამ მასალების გამოქვეყნებას თუ დაანონსება, რომლებიც არიან აქტიური პოლიტიკოსები და აქტიური სამოქალაქო პირები, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ფორმირებას,“ - არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

საკუთარ მოთხოვნებს ხელისუფლებას კამპანია ეს შენ გეხებას წევრები შაბათს დაგეგმილ აქციაზე წაუყენებენ, თუმცა, მანამდე საკუთარი გეგმები თავისუფალ დემოკრატებს გააცნეს.

“აუცილებელია შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს არა ერთ კონკრეტულ რომელიმე მაგალითს, არამედ ზოგადად ამ პრობლემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სამწუხაროდ დგას,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები