თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსგან ვლადიმერ პაპავას გადაყენებას მოითხოვენ. მათივე განცხადებით, საბჭოს რღვევა დაიწყო გუშინ, როდესაც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დატოვა თანამდებობა და ისინი ამ პროცესის გაგრძელებას ელოდებიან.
"ვთხოვთ, რომ ბოლოჯერ მიიღონ ღირსეული გადაწყვეტილება და რექტორი , რომელიც ვერ უზრუნველყოფს უნივერსიტეტში ინსტიტუციური წესრიგის არსებობას, თანამშრომლობს "ოდეერებთან", არ ცდილობს სიტუაციის განმუხტვას და პასუხისმგებლობას არ იღებს არაფერზე, ისიც გაუშვას და შემდგომ გააგრძელოს ეს შეუქცევადი პროცესი", - განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
აკადემიური საბჭოში აცხადებენ, რომ პაპავას გადაყენება არსებულ სიტუაციას გაამწვავებს და ამ საკითხის განხილვას არ აპირებენ.