20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
თსუ-ში სასწავლო პროცესი აღდგა - სტუდენტებმა პროტესტის ფორმა შეცვალეს და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელიან

სტუდენტური თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს რექტორის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებენ. აცხადებენ, რომ აქციების რეჟიმი შეაჩერეს, თუმცა მათი მოთხოვნა უალტერნატივოა.

ვლადიმერ პაპავა თანამდებობიდან წასვლას ნებაყოფლობით არ გეგმავს. თუმცა აცხადებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ უკმაყოფილებას რეაგირება უკვე მოჰყვა და აკადემიურმა საბჭომ რექტორის საქმინობის შესწავლა დაიწყო.

თავად საბჭოს წევრებმა კი ვლადიმერ პაპავას გადაყენების საკითხზე ბოლო საგანგებო განცხადება გუშინ გააკეთეს და აღნიშნეს, რომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გეგმავენ, რადგან ეს უნივერსიტეტში არსებულ რთულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. 

იმ შემთხვევაში თუკი აკადემიური საბჭო იმპიჩმენტის პროცესს არ დაიწყებს, თვითმმართველობის წევრები რადიკალურ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, შიმშილობას აანონსებენ.

აკადემიური საბჭოს არსებული შემადგენლობის დაშლისა და ამ მიმართულებით სისტემური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ თვითმმართველობის პოზიციებს იზიარებენ მეორე სტუდენტური ჯგუფის წევრებიც. თუმცა აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები უნივერსიტეტის რექტორის გადაყენებას მხარს არ უჭერენ.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები