ისტორიული გოგირდის აბანოს ერთ-ერთი მფლობელი მოხმარებული წყლის გადასახადს ვეღარ იხდის და წყალმომარაგების კომპანიასთან შეხვედრას და ფინანსური დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.
აბანოების მფლობელებს პრობლემები მას შემდეგ შეექმნათ, რაც წყალმომარაგების კომპანიამ მათ ფიქსირებული გადასახადის ნაცვლად ერთ კუბურ მეტრზე 85 თეთრი დაუწესა. აბანოებს 250 ათასი ლარი აქვთ დასაფარი.
საკანალიზაციო ქსელში ჩამდინარე მოხმარებული წყლის თანხის გადასახადზე უარს აცხადებს კიდევ 5 გოგირდის აბანოს მფლობელი.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს წყლის კომპანიასა და ამ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედეგება პროტესტის ნიშნად აბანოებს ისინი ერთი დღით დაკეტავენ.
თბილისის ისტორიულ აბანოების დაწესებული გადასახადის სუბსიდირებას გამორიცხავს თბილისი მერი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დავით ნარმანია მზად არის აბანოების მფლობელებს შეხვდეს.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა