02 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას ხევსურეთში. არსებული ინფორმაციით, სოფელ გუდანთან ტრაქტორი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

დაღუპულია მექანიზატორი გოჩა ზარიძეა, რომელიც სოფელ კაწლახევში ცხოვრობდა. ინფორმაცია კურიერს დუშეთის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა მიაწოდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები