უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, აკადემიური საბჭო კიდევ ერთმა პროფესორმა, გოგი გოგსაძემ დატოვა. როგორც გოგსაძემ კურიერთან საუბრის დროს აღნიშნა, აკადემიური საბჭოდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა უნივერსიტეტის სახელზე.
საბჭო გუშინ დატოვა მარიამ გერსამიამ, რომელმაც გადაწყვეტილება რუსთავი2-ის ეთერში გაახმოვანა.
რექტორის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მოითხოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსგან სტუდენტური თვითმმართველობა. ისინი ამ მიზნით დღეს აპირებენ შეხვდნენ საბჭოს წევრებს.
თვითმმართველობა ასევე მხარს უჭერს დაიშალოს აკადემიური საბჭო, თუმცა მიაჩნიათ, რომ მანამდე რექტორი უნდა გადადგეს, რადგან არსებული შემადგენლობის დათხოვნის შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლოა, 14 კაციანი შემადგენლობა რექტორის სასურველი კადრებით დაკომპლექტდეს, რაც მათთვის მიუღებელი იქნება.
რაც შეეხება მოძრაობას აუდიტორია 115, ისინი შეხვედრების დაწყებას ხვალიდან გეგმავენ, თუმცა, რა ფორმატით ეს ჯერ უცნობია.