20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"Global Greening"-ის ფარგლებში თბილისის ანძა მწვანედ განათდა

საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის, ასევე თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წლის იუბილე გუშინ თბილისში აღნიშნეს. ღონისძიება საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების და ასევე თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ირლანდიური და ქართული მუსიკალური ჯგუფების ერთობლივი კონცერტიც ჩატარდა. ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე თბილისი, შარშანდელის მსგავსად, წელსაც მსოფლიო კამპანიაში Global Greening ჩაერთო, რომლის ფარგლებშიც ანძა მწვანედ განათდა.

დღის ამბები