ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები საინიციატივო ჯგუფს და ხულოს მუფთს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ორ საათს გაგრძელდა.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და დეპუტატებმა მეჩეთის მშენებლობის გარდა, მუსლიმი თემის წინადადებებიც განიხილეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, მიღებულ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს მიაწვდის.