20 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
"ეს შენ გეხებას" წევრები პრემიერთან შეხვედრას ელოდებიან - კამპანიის წევრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ

კამპანია ეს შენ გეხებას წევრები პრემიერმინისტრთან შეხვედრას ელოდებიან. მათ სურთ, რომ მოთხოვნები გიორგი კვირიკაშვილს გააცნონ და მისგან მოისმინონ, როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის უკანონო გავრცელებას დაუპირისპირდეს.

"პირველი მოთხოვნა არის ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, მეორე მოთხოვნაა იმ კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც დღეს არის,  მესამე მოთხოვნაა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონის დარღვევის ფაქტებს გამოიძიებს,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი მასალის გავრცელების საფრთხე კიდევ არსებობს, რასაც წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.

"როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ძალიან ბევრ პოლიტიკოსზე არსებობდა მსგავსი შინაარსის კომპრომატი, შესაძლოა ამან გამოიწვიოს, რომ გარკვეულმა პირებმა თავიანთი პოზიცია შეცვლონ, ან ერთგვარი შანტაჟი იყოს მათ მიმართ,“- განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში, ნინო ლომჯარიამ.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები