კამპანია ეს შენ გეხებას წარმომადგენლებმა ხვალინდელი საპროტესტი აქციისთვის მზადება უკვე დაიწყეს. დედაქალაქში აქტიურად რიგდება ფლაერები, რომ მოსახლეობა შეუერთდეს ხვალინდელ აქციას.
სამოქალაქო მოძრაობის წევრი ორგანიზაციები ფარული მოსმენისა და კადრების გავრცელების ფაქტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. კამპანიის წევრებს დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა.