20 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ქალისა და მამაკაცის ერთობა - "იდენტობა" საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებს

ორგანიზაცია იდენტობამ, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართა. ორგანიზაციის აქტივესტებმა და აქციის მონაწილე 20-მდე მოქალაქემ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტა.

საუბარია უმრავლესობის ინიცირებულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

დღევანდელ აქციაზე ისმოდა მოწოდებები დეპუტატებისადმი არ დაუშვან მსგავსი ცვლილებები.

დღის ამბები