სამოქალაქო მოძრაობის წევრი ორგანიზაციები ფარული მოსმენისა და კადრების გავრცელების ფაქტებს ხვალ კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
„ვითხოვთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ,“- აცხადებს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე
კამპანია ეს შენ გეხებას ორგანიზატორები მოსახლეობას ხვალ პირველ საათზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ხვალ მსვლელობა ფილარმონიიდან კანცელარიამდე იქნება. კამპანიის წარმომადგენლებმა დღეს თბილისში მოსახლეობისთვის ფლაერებიც დაარიგეს. კამპანია ეს შენ გეხებას ლოგოთი საინფორმაციო ავტობუსიც მოძრაობს, რომელიც ხმოვანი სიგნალით მოქალაქეებს ხვალინდელ აქციაზე დასასწრებად იწვევს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია, რომ პირადი ცხოვრება დაცული იყოს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი