20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"სტოპ, უკანონო ჯარიმებს", - "საზოგადოებრივი ინიციატივა" შსს-ს ჯარიმებს აპროტესტებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული ჯარიმების გამკაცრებას არასამათავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საზოგადოებრივ ინიციატივაში აპროტესტებენ.

ორგანიზაციაში მანქანის არასწორად პარკირებისთვის მძღოლის 200 ლარით დაჯარიმება უკანონოდ მიაჩნიათ, ამგვარი დაჯარიმების შეჩერების მოთხოვნით კი აქციების დაწყებას გეგმავენ.

ხვალ ორგანიზაციის წევრები და მარჯვენასაჭიანი მძღოლები სხვადასხვა მოთხოვნით საპროტესტო აქციას გამართავენ. დღის 2 საათზე აქციის მონაწილეები დიღომში, ოლიმპიურ დარბაზებთან შეიკრიბებიან და ავტომობილებით მსვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტრომდე გამართავენ. ხვალინდელ აქციას ავტოდილერებიც შეუერთდებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები