ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან შეკრიბნენ მაესტროს ჟურნალისტები. ისინი მოითხოვენ, რომ ყველა მხარემ, დაიცვას ის ვალდებულებები, რაც თანამშრომლების წინაშე აკისრიათ, მათ შორის, ფინანსურიც. შპს სტუდია მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის თქმით, ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო.
"სამწუხაროდ ისტორია რადგანაც მეორდება, კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ის, რომ არის ყველანაირი მცდელობა, პირველ რიგში ამ შენობიდან, ამ შენობაში მომუშავე მოსამართლეების მხრიდან, პირი აუკრან ჟურნალისტებს და პირველ რიგში, ამას ვაკისრებ ლაშა ქოჩიაშვილს. მე მათ შევთავაზე, რომ თუ ისინი მონებად არ იქცევიან ოცდამეერთე საუკუნეში კარგი იქნება და თუ რამე პრობლემა აქვთ, ჩვენვე დაუდგებით მხარში ჟურნალისტები. ვაპროტესტებ იმას, რომ ამ ქვეყანაში შავზე თეთრის მტკიცება ისევ დაიწყო. ამას არ ველოდი და ძალიან ვწუხვარ", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი