20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
"პოპულისტური პროექტი"- "ახალ პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" საპენსიო სისტემას აპროტესტებს

პოპულისტური პროექტი – ასე აფასებენ ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის წარმომადგენლები საპენსიო სისტემას, რომლის განხორციელებასაც დღევანდელი ხელისუფლება მომავალი წლიდან გეგმავს.

ახალ პოლიტიკურ ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტი არაეფექტური იქნება და ის ქვეყნის ეკონომიკისთვის შემაფერხებელი გარემოებად იქცევა.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სისტემის ამოქმედება ხელფასებისა და დასაქმების შემცირებასაც გამოიწვევს.

პოლიტიკურ ცენტრში მიაჩნიათ, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოქალაქეები პენსიის ასაკში წლების განმავლობაში დაგროვებულ თანხას მიიღებს.

დღის ამბები